02/03/2026
22:47

ირანთან ომის დაწყების საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-მა ჟენევაში გამართული ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო, რომელიც კარგად არ დასრულდა, – ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ წერს.
როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, როდესაც ამერიკის დელეგაციამ წარადგინა საკუთარი პოზიცია, რომ ირანი ურანის გამდიდრებას მომდევნო ათი წელი ვერ შეძლებდა, ამას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.
მას შემდეგ, რაც არაღჩიმ ამერიკული დელეგაციის მოთხოვნები მოისმინა, მან ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ყვირილი დაუწყო და განუცხადა, რომ ირანს განუყოფელი უფლება აქვს ურანის გამდიდრების, რაზეც უიტკოფმა უპასუხა, რომ ამერიკას უფლება აქვს, ირანი შეაჩეროს.
მედიის ცნობით, ყვირილის შემდეგ, უიტკოფმა არაღჩის მიმართა: „თუ გირჩევნიათ, შემიძლია წავიდე“, რაზეც ირანულ მხარეს პასუხი არ გაუცია.
„ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, კუშნერმა და უიტკოფმა ეს ინციდენტი ტრამპს მოახსენეს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი გაოგნებული იყო.
0
0