„ომი ყველასთვის ომია“ - „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ომის ქარცეცხლში მოყოლილი ცხოველების ემოციურ ფოტოს აქვეყნებს და ქართველ ენათმეცნიერებს და ლინგვისტებს მიმართავს:
"ომი ყველასთვის ომია. ქართული ენის გრამატიკის წესებით რო მეხელმძღვანელა, სწორი იქნებოდა დამეწერა, "ომი ყველაფრისთვის ომია"
ძვირფასო ქართველო ენათმეცნიერებო და ლინგვისტებო, გირჩევთ, რა ჯგუფის არსებითი სახელებიდან ამოიღოთ ცხოველები და ვინ ჯგუფის არსებით სახელებში გადაიტანოთ. ცივილიზებული სამყაროს ყველა ენაში ცხოველებს, ისევე როგორც ადამიანებს, დაესმით კითხვა "ვინ" და არა "რა". ქართულში კი მხოლოდ ადამიანს და ღმერთს. მშვენიერი ილუსტრაციაა ჩვენი აბუჩად ამგდები დამოკიდებულების ცხოველების მიმართ და, სრულიად დარწმუნებული ვარ, უნდა შეიცვალოს!
ps "რა" ჯგუფისა არსებითი სახელია ახლა ამ ფოტოზე გამოსახული კატა?!" - წერს ნიკა გვარამია.
0
0