ენა, სძულთ! ესირცხვილებათ... მონები არიან, მონები! - ვატო შაქარიშვილი
A-
+A

"ქართული სახელი და გვარის მატარებელი, ვინმე გიორგი რუხაძის მიერ გადმონთხეული ზიზღი ქართული ენის მიმართ, არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკეული შიგევროპელის გამოხტომა, არამედ ეს უნდა დავინახოთ, როგორც მათი კოლექტიური დამოკიდებულების ნიმუში, ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის ყველაზე ძვირფასი ტრიადის - მამული, ენა, სარმუნოების მიმართ."- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარაშვილი.
"მამულთან არანაირი კავშირი არ აქვთ, უყურებენ, როგორც რაღაც ტერიტორიას სადაც გაჩდნენ და თვლიან, რომ წინაპრების სისხლით გაჟღენთილ ამ მიწას, სხვა არანაირი ღირებულება არ აქვს გარდა იმისა, რომ მათ დროებით საცხოვრებელს წარმოადგენს. ყველას გვახსოვს, როგორ უწოდა სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონს და 130 ქართულ სოფელს - “ქვების გროვა,” როგორ ჩააბარა ოკუპანტს კოდორის ხეობა ტყვიის გარეშე, წინასწარ მომზადებული სქემით.
არაფრად უღირთ სოხუმი და ცხინვალი, დღესვე გაცვლიდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსში ან მაპზე უკეთესში…
ენა, სძულთ! ესირცხვილებათ, რომ გაეროს ტრიბუნიდან ისმოდა უძველესი, საამაყო და სათაყვანებელი ჩვენი ენა ქართული! “ჩვენს პატრონებს ამ უნიკალური ენის ჟღერადობა არ მოსწონთ და რატომ ვაწუხებთ, რატომ უნდა მოვჭრათ ყური ქართული ბგერებითო…”
მონები არიან, მონები! 1978 წელს რომ მოსწრებოდნენ, სისხლში ჩაახშობდნენ იმ მრავალათასიან გამოსვლებს, რამაც დაიცვა და გადაარჩინა ქართული ენა!
ორი ღერი ინგლისური უსწავლიათ და თავი მსოფლიო მოქალაქეებად მიაჩნიათ ამ მდაბიო პრიმიტივებს. ვაჟამ დაწერა და მუდამ თანამედროვე იქნება, ამ ეპოქას და ქართველ შიგევროპელებს კი ზუსტად ესადაგება - “ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს.”
სარწმუნოებასთან ბრძოლაში არიან, თავს ესხმიან ეკლესიას, პატრიარქს, წმინდანებს. გონიათ, რომ რადგან მათ არ სწამთ, ღმერთი არ არსებობს… ცნობილი ჩანაწერი ყველას გვახსოვს, სააკაშვილი და მისი გარემოცვა წმინდა გიორგის “კაი ტიპს” რომ უწოდებდნენ სიცილ-ხითხითით…
ბოლშევიკები არიან, ძალაუფლება როცა ჰქონდათ ტაძრებს სატვირთო მანქანებით უნგრევდნენ კარებს, ძალაუფლება აღარ აქვთ და საღებავს ასხავენ ხატებს, მღვდლებს წვერის გაპარსვით ემუქრებიან…
მთავარი სამიზნე რომ მართლმადიდებელი ეკლესიაა, როგორც ჩვენი ერის საყრდენი, ეს მათმა პარტონმა მიხაილ როთმა პირდაპირ გვითხრა…
მაგრამ უნდა გაითავისონ, რომ ვერასოდეს გაიმარჯვებს ეს მცირე ჯგუფი, რომელსაც სურს, რომ “უსამშობლობა” სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადოს!!!"- წერს შაქარაშვილი.
0
0
429
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%