
ამერიკელი რეპერის ემინემის ადვოკატებმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს [რესპუბლიკური პარტიიდან] ვივეკ რამასვამის წერილი გაუგზავნეს და სთხოვეს, რომ შეწყვიტოს რეპერის სიმღერების შესრულება.
რამასვამის წარმომადგენლის განცხადებით, ის დააკმაყოფილებს ემინემის მოთხოვნას, რომლის ნამდვილი სახელია მარშალ ბრიუს მეზერს III.
წერილში ნათქვამია, რომ ემინემის ხმის ჩამწერმა კომპანიამ BMI-მა "მიიღო მოთხოვნა" ემინემისგან, რომელიც აპროტესტებდა რესპუბლიკელის მიერ მისი "მუსიკალური კომპოზიციების" „პოლიტიკური მიზნით გამოყენებას“.
”BMI-ი, Vivek 2024 კამპანიის ფარგლებში, ემინემის კომპოზიციების შესრულებას 25 აგვისტოდან მისი ლიცენზიის არსებით დარღვევად განიხილავს”, - ნათქვამია წერილში.
როგორც ცნობილია, ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ, ბიოტექნოლოგიის სფეროში მეწარმემ ვივეკ რამასვამიმ აიოვას შტატში ემინემის კომპოზიცია "Lose Yourself" ექსპრომტად შეასრულა.
ემინემის ხმის ჩამწერმა კომპანიამ, BMI-მა, ვივეკ რამასვამის წერილი 25 აგვისტოს გაუგზავნა. რამასვამი დონალდ ტრამპის 2024 წლის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის პოსტიდან გადაყენებისთვის იბრძვის.
საარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატების მიერ სხვადასხვა მომღერლის კომპოზიციის შესრულება ამერიკულ პოლიტიკაში ტრადიციად იქცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით წერილი მიიღო ცნობილი ვარსკვლავებისგან - მათ შორის Rolling Stones-ისგან, Queen-ისგან, Adele-ისა და Pharrell Williams-ისგან, რომლებმაც ტრამპს აცნობეს, რომ მას არ ჰქონდა ნებართვა გამოეყენებინა მათი მუსიკა კამპანიის ფარგლებში და საპრეზიდენტო ღონისძიებებზე.
2008 წელს, Foo Fighters-მა რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი გააკრიტიკა იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მან მელოდია „My Hero“ გამოიყენა, ჯექსონ ბრაუნმა კი სასამართლოში სარჩელი შეიტანა კამპანიის წინააღმდეგ - ის პოლიტიკოსების მიერ თავისი სიმღერის "Running on Empty"-ის შესრულებას აპროტესტებდა.
0
0
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხანძარი იყო
24/04/2026