
ვესაუბრე პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ხაზი გავუსვი საფრანგეთის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესის დინამიკის მიმართ და იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ასევე განიხილა რეგიონული საკითხები და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოტენციალი.
„მქონდა საუბარი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. ხაზი გავუსვი საფრანგეთის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესის დინამიკის მიმართ და იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ასევე განვიხილეთ რეგიონული საკითხები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოტენციალი“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელ „იქსში“.
სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყება აზერბაიჯანის ლიდერიც.
„დღეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი მქონდა. საუბრის დროს განვიხილეთ აზერბაიჯან–საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და საერთო ინტერესების მქონე თემებზე მოსაზრებები გავცვალეთ. ასევე, განვიხილეთ რეგიონული და გლობალური პროცესები“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის „იქსის“ გვერდზე.
0
0