
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საუბარი შეაწყვეტინა, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინისგან თანხას უკან მიიღებდა.
როდესაც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ „ევროპა უკრაინას ფულს სესხად აძლევს და ისინი თავიანთ ფულს უკან იღებენ“, მაკრონმა საუბარი შეაწყვეტინა და აღნიშნა, „არა, გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ მთლიანი თანხის სამოცი პროცენტი გადავიხადეთ და ეს იყო სესხები, გარანტიები, გრანტები და ჩვენ ნამდვილი ფული გავეცით, ნათლად რომ ვთქვა, ევროპაში გვაქვს 30 მილიარდი გაყინული რუსული აქტივი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საკუთრება, ამიტომ ისინი გაყინულია. თუ, საბოლოოდ, მოლაპარაკების შედეგად, რუსეთი მზად იქნება ამის გადმოსაცემად, შესანიშნავი იქნება, ეს საბოლოო ჯამში სესხად ჩაითვლება და რუსეთი გადაიხდიდა ამას“.
ტრამპმა მაკრონს უპასუხა: „თუ ამის გჯერათ, ჩემთვის ეს მისაღებია, მაგრამ ისინი თავიანთ ფულს უკან იღებენ და ჩვენ არა. ახლა ჩვენ მას მივიღებთ, მაგრამ ეს ჩემთვის მისაღებია“.
0
0