30/06/2023
16:10
მსოფლიო
„საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზად არის, ძალადობის შესაჩერებლად უსაფრთხოების ზომები მიიღოს,“ - იუწყება ელისეის სასახლე.
სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტისგან შესაბამის რეკომენდაციებს ელოდება.
საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა არ დააკონკრეტა პასუხი ჟურნალისტების შეკითხვაზე - განიხილება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი.
„ახლა ვერ გეტყვით, თუმცა მთავრობა განიხილავს ყველა ვარიანტს, ერთი პრიორიტეტით: წესრიგის აღდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - აღნიშნა ელიზაბეტ ბორნმა.
როგორც ცნობილია, საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ოთხშაბათს ღამით, პარიზის გარეუბანში, 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს, წარმოშობით ალჟირელი, საგზაო წესების დარღვევის ბრალდებით.
0
0