
ელისეს სასახლეში განაცხადეს, რომ ემანუელ მაკრონი, რომელიც ამჟამად ინდოეთში იმყოფება, ყურადღებით აკვირდება ლიონში 23 წლის სტუდენტის სიკვდილის შემდეგ არსებულ ვითარებას და ძალადობის ესკალაციის თავიდან არიდების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც 12 თებერვალს ლიონში 23 წლის ულტრამემარჯვენე აქტივისტი სტუდენტი ცემის შედეგად გარდაიცვალა.
ელისეს სასახლეში აცხადებენ, რომ მაკრონი მოუწოდებს ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ.
23 წლის სტუდენტი კვენტენ დერანი 14 თებერვალს გარდაიცვალა, ორი დღის შემდეგ, რაც ის ლიონში ნიღბიანი ახალგაზრდების დაჯგუფებამ სასტიკად სცემა. შემთხვევა ლიონის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში (IEP) მოხდა, სადაც დერანი ულტრამემარჯვენე ფემინისტური ჯგუფის დაცვაში მონაწილეობდა.
23 წლს სტუდენტის და ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 11 ადამიანი. მათ შორის არის ულტრამემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დეპუტატის თანაშემწე ჟაკ-ელი ფავრო, ასევე ულტრამემარცხენე მოძრაობის, „ახალგაზრდა მცველის“ წევრი ადრიან ბ, რომელიც ასევე დაკავშირებულია ჟან-ლუკ მელანშონის პარტიის წევრებთან.
როგორც ფრანგული მედია წერს, დაკავებულებიდან შვიდი პირი უშუალოდ მონაწილეობდა გარდაცვლილი სტუდენტის ცემაში.
როგორც „ბიბისი“ წერს, ეს მკვლელობა უდიდეს ზეწოლას ახდენს პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთსა“ და პარტიის ვეტერან ლიდერზე, ჟან-ლუკ მელანშონზე, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო კანდიდატია.
0
0