"ელისაშვილს სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა არასდროს ემეტება... „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ" - მიხეილ სააკაშვილი
19/04/2024
19:40
პოლიტიკა
A-
+A
ალეკო ელისაშვილს, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ, - ამის შესახებ საქართველო მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, თავად ალეკო ელისაშვილს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა არასდროს ემეტება. „ალეკო ელისაშვილს ჩემ მიმართ რაიმე სახის სოლიდარობა არასდროს ემეტება. მიუხედავად ამისა, მას, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ! ამ ეპიზოდში ყველაზე ამაზრზენი იყო ის, რომ პოლიციელები, რომლებიც ალეკოს კანცელარიასთან ურტყამდნენ, იქცეოდნენ როგორც ნამდვილი კრიმინალები. დანაშაულებრივი რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
0
0
168
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%