
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება უნდა გამართონ.
„ევროპელებსა და პუტინს შორის ამ დროს სატელეფონო საუბარი სრულიად არასწორ სიგნალს გააგზავნიდა“, – აღნიშნა ვალტონენმა.
მანამდე საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ემხრობიან რუსეთთან საუბრის დაწყებას.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე.
„მოსკოვს შეუძლია, ეს ომი ნებისმიერ დროს დაასრულოს, მაგრამ შეგნებულად ირჩევს, ეს არ გააკეთოს. ამიტომ ჩემი გზავნილი ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ასეთია: შეხედეთ უფრო ფართო სურათს. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის, რუსეთი კი – არა. ახლა აშშ-მა გადამწყვეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, რათა ეს ომი დასრულდეს“, – აღნიშნა ვალტონენმა.
0
0
5 თებერვალს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
03/02/2026
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
03/02/2026