22/07/2024
00:17
მსოფლიო
ბრაზილიელი მომღერალი და როკ-მუსიკოსი აირეს სასაკი თავისსავე კონცერტზე, მუსიკის ცოცხალი შესრულების დროს ელექტროშოკით გარდაიცვალა.
ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ სალინოპოლისში 13 ივლისს მოხდა მას შემდეგ, რაც სცენაზე სველი გულშემატკივარი ავიდა და 35 წლის აირეს სასაკის გადაეხვია. მომღერლისა და მის სიახლოვეს მყოფი თაყვანისმცემლის მოძრაობამ სცენაზე არსებული კაბელი შეარხია, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო. მომღერალი მყისიერად გარდაიცვალა.
მას დარჩა მეუღლე, მარიანა, რომელზეც სასაკიმ სულ რაღაც 11 თვის წინ იქორწინა.
სცენაზე მომღერლის ჩასახუტებლად ასული თაყვანისმცემლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და გაურკვეველია ისიც, თუ რატომ იყო ის სველი. პოლიცია მომხდარს ამ დრომდე იძიებს.
კოლეგებმა და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ნაადრევად გარდაცვლილ მომღერალს პატივი მიაგეს და დაახასიათეს, როგორც კეთილი, თავაზიანი და თავის საქმის პროფესიონალი ადამიანი.
0
0