08/02/2022
16:00
საზოგადოება
„სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) შემოწმების ფარგლებში დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთაც 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, მიმართონ სემეკს.
სპეციალურად ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკის ვებგვერდზე განთავსდა ფორმა, სადაც რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსებით, ინფორმაცია რეაგირებისთვის მიეწოდება სემეკის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს.
ფორმის შესავსებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მოცემული ბმულით.https://gnerc.org/ge/telasi-telmiko.
დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე სემეკის გვერდის დახმარებით“, - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0