
პარტია „დროას” თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია, 24 თებერვლის აქციის საინიციატივო ჯგუფის სახელით, კიევში გაემგზავრა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, 24 თებერვალს, პარტიის ლიდერი რადაში შეხვედრებს გამართავს.
„როცა საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ ინიციატივა საერთო მტერთან ბრძოლის დროს, ჩვენი ღირსების დასაცავად და ჩვენი მეგობრების გვერდით დავდგეთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
როგორც ცნობილია, “დროას”, “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერები რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდნენ, რომ 24 თებერვალს მასშტაბური აქცია გაიმართებოდა.
ცოტა ხნის წინ კი თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიმართ მორიგი პოსტი დაწერა:
"24- ში თბილისში აქცია დანიშნეს და თვითონ კიევში წავიდნენ… პ.ს. ციბრუტები", დაწერა ჩერგოლეიშვილი.
0
0