ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სანახავად გორში ჩავიდა
A-
+A

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადად ვნახო, გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამავდროულად, მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი - შურისძიების მსხვერპლი და ობიექტი, ძალიან დიდი ადამიანური და პოლიტიკური პრობლემაა ქვეყანაში. ამ საკითხზეც იმედი მაქვს ჩვენ ძალიან ვრცლად შევძლებთ საუბარს“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
როგორც მან განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შურისძიების ფაქტები უნდა დასრულდეს.
„ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური ამოცანა, რომ საქართველოში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და ქვეყანაში პოლიტიკური შურისძიების ციკლი სამუდამოდ დასრულდეს“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
0
0
444
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%