
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა დამოკიდებულია პოლიტიკური კლასის პრინციპულობაზე, რომ არ გაჩერდეს, გააგრძელოს სისტემასთან ართანამშრომლობა, მისი იზოლაცია და დელეგიტიმაცია, რაც იქნება საფუძველი როგორც პროტესტის, ასევე ჩვენი პარტნიორების მოქმედების, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საპროტესტო მსვლელობის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მეორე, რაზეც არის დამოკუდებული საერთაშორისო მხარდაჭერა საერთო-სახალხო პროტესტია, რაც, ჯამში სისტემის დემონტაჟს მოახდენს.
„ევროკავშირი, ამერიკა, ევროპული ქვეყნები, ცალკეული ქვეყნები, ინსტიტუტები, დიდი ხანია საქრათველოს გვერდში არიან და დღევანდელი განცხადება ამის ძალიან მკაფიო გამოხატულება იყო. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ორ რამეზეა დამოკიდებული. პირველი, პოლიტიკური კლასის პრინციპულობაზე, რომ არ გაჩერდეს, ხელები არ ჩამოყაროს და გააგრძელოს სისტემასთან ართანამშრომლობა, მისი იზოლაცია და დელეგიტიმაცია, რაც იქნება საფუძველი როგორც პროტესტის, ასევე ჩვენი პარტნიორების მოქმედების. მეორეა, საერთო-სახალხო პროტესტი, სადაც ასევე პოლიტიკური პარტიები ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და, ეს, ჯამში მოახდენს სისტემის დემონტაჟს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
0
0