
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
კითხვაზე: „თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვის, რომ არ მივდივართ არჩევნებზე, შეწყვეტთ შიმშილობას?“, ხოშტარიამ უპასუხა: „კი“.
„კი. თუ ეს სიცხადე ჩამოყალიბდება. მე არ ვამბობ, რომ სიცხადე ზუსტად მე, როგორც ვამბობ, ისეთი უნდა იყოს - პუნქტები, ზუსტად, რა ტიპის ბრძოლა უნდა იყოს. უბრალოდ, მე საზოგადოებას ვაცნობ ჩემს ხედვას, როგორ ვიბრძოლოთ. თუ ამ ხედვაზე ჩვენ ყველა ჩამოვყალიბდებით ერთიანად, თუნდაც კორექტირებებს შევიტანთ ფორმებში, (ჩემს ჭკუაზე კი არ უნდა იარონ), მაგრამ თუ პრინციპულად შევთანხმდებით ნულოვან ართანამშრომლობაზე, არშეგუებაზე, არაღიარებაზე, რა თქმა უნდა, მე, მაშინ მთელი ჩემი ენერგიით გადავერთვები ბრძოლაში, რომლისაც მჯერა“, - განაცხადა ხოშტარიამ გადაცემა “პოლიტ-ქალაქში".
0
0