პოლიტიკოსს, დაჯარიმებასთან ერთად, სამი წლით ჩამოართვეს იარაღის ტარების უფლება.
გადაწყვეტილება დღეს დილას გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა. ხოშტარია არცერთ სხდომას არ დასწრებია.
„ელენე ხოშტარია ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად... ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით... ელენე ხოშტარიას ჩამოერთვას იარაღის ტარების უფლება სამი წლით“, - განაცხადა მოსამართლე თეთრაულმა.
მოსამართლის განმარტებითვე, ხოშტარიამ ჯარიმა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან შვიდ დღეში უნდა გადაიხადოს.
სასამრთლოს გადაწყვეტილებას ხოშტარია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა :