
ელჩთან შეხვედრას არავითარი შინაარსი არ აქვს, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას სერიოზულად არავინ არ აღიქვამს, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მოსაწონი ელჩი ვერც ევროპამ და ვერც ამერიკამ ვერ გამოაგზავნა, ყველას აკრიტიკებენ.
„ქართული ოცნების“ მოსაწონი ელჩი ვერც ევროპამ და ვერც ამერიკამ გამოაგზავნა, ყველას აკრიტიკებენ, იმიტომ რომ უნდათ, საქართველომ შეაჩეროს და ღიად გამოაცხადოს ევროპისკენ სვლა, შესაბამისად, შეხვედრები ემსახურება ფორმალობას, პროტოკოლური შეხვედრებია. „ქართულ ოცნებას“ როგორც სერიოზულ პარტნიორს, ევროპაში არავინ არ განიხილავს. ელჩი რას იზამს, ჩემი შესაფასებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ერთ რამეს ვამბობ, შეხვედრას არავითარი შინაარსი არ აქვს, იმიტომ რომ სერიოზულად არავინ არ აღიქვამს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
0
0
ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ევროპული ქვეყანაა
15/01/2026