
„სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ყველა შეხვედრაზე დაისვა საკითხი - სად არის მტკიცებულებები? ნული მტკიცებულება. საუბარია ღია წყაროზე დაყრდნობით. ღია წყაროა ან გაზეთი უნდა წაიკითხო, ან ტელევიზორს უყურო. როგორ შეიძლება საჯარო ინფორმაცია, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი. ამას ხომ მოკვლევა, გამოძიება სჭირდება,რაც არ მომხდარა. რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სწორედ ამის გამო, რომ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ, ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია“, - აცხადებს კობახიძე.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026