31/03/2022
11:34
პოლიტიკა
მისი თქმით, საქართველომ რეზოლუციებს რომ მხარი დაუჭირა, ეს დასაფასებელია.
„გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის სახელმწიფოს პოზიცია ჩამოაყალიბა, რომ ქვეყნები რომლებიც არაფერში ეხმარებიან, სანქციებსაც არ უჭერენ მხარს და არც სხვა პროცესებში შედიან, მისთვის არ წარმოადგენენ საინტერესო მეგობრებს, რადგან უკრაინას ამაზე მეტი რა უნდა გაუჭირდეს – მისი არსებობის ეგზისტენციალური საკითხი დგება და როცა ამ დროს გულგრილი ხარ და არც ერთ მითითებას არ ითვალისწინებს, რაც ახლა რუსეთთან ბრძოლის ფარგლებში არსებობს, ასეთ ქვეყანაში ელჩებმა სხვა სამსახური უნდა იპოვონ. საქართველოში უკრაინის ელჩს რა უნდა ექნა, რომ „ქართული ოცნება“ სხვანაირად მოქცეულიყო? მაინც მგონია, რომ საქართველო ამას შეიძლება მაინც არ იმსახურებდეს, მაგრამ ელჩის გაწვევის გარჩევა რომ დავიწყეთ, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ, იმის ნაცვლად, რომ შენიშვნები გაგვეზიარებინა, რომელიც ბრძოლაში მყოფი პრეზიდენტის მიერ იყო ნათქვამი, ეს იყო „ქართული ოცნების“ შეცდომა. ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვართ და ჩვენთან ასეთი ტონით ლაპარაკის მორალური უფლება აქვს, რადგან ჩვენც მისი დახმარება გვჭირდება და დიდი ხანია ერთად მივდივართ ამ გზაზე. საქართველომ რეზოლუციებს რომ მხარი დაუჭირა, ეს დასაფასებელია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
0
0