01/03/2022
17:17
პოლიტიკა
მისივე თქმით, ამ ვითარებაში ელჩის გაწვევა დამატებით კითხვებს წარმოშობს.
„დარწმუნებული ვარ, ამ კონსუტლტაციების დროს განიხილება შემდეგი ფაქტორები, პირველი, დღეს საქართველოს ათასობით მოქალაქე აბარებს სისხლს და კიდევ გროვდება დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება. საქართველო იმყოფება ტანკის ლულის სამიზნე მდგომარეობაში და ათასაბით თავისი მოქალაქე არის მძევალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეკონომიკური სანქციებთან დაკავშირებით საუბრებამდე ჩვენ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ იმ მძლავრ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც ყველა საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ამ ვითარებაში ელჩის გაწვევა, მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი არის იქ ტყვიების ქვეშ, რასაკვირველია, დამატებით კითხვებს წარმოშობს.
იმედი მაქვს, ამ კითხვებს კონსულტაციების დროს გაეცემა ობიექტური პასუხი. არანაირი რესურსი საქართველოს არ აქვს, რომ დაუწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთს და რუსეთს ყველა რესურსი აქვს, რომელიც მას ხელში გადასცა, ჩაახუტა იმ ხელისუფლებამ, რომელიც ახლა ხმამაღლა განცხადებებს აკეთებს, ტერიტორიების ოკუპაციის არ იყოს. მოღალატეობრივი განცხადების ხელმომწერები დღეს აქეთ ჭკუას გვარიგებენ. რასაკვირველია, პირდაპირი ან ირიბი სამხედრო მონაწილეობა ამ დაპირისპირებაში იმ რესურსის გარდა, რომელსაც მობილიზება გაუკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, შეიძლება, ასევე დამანგრეველი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
კითხვა ჩნდება, ზელენსკის არის ეს გადაწყვეტილება თუ ამ მძიმე მდგომარეობაში შექმნილი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ, პროვოკაცია მოახდინა ჩვენი და უკრაინის დაპირისპირების რაღაც ელემენტის შემოტანის. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინა არ შეიძლება, რამე პოლიტიკურ კამათებში ჩავრთოთ ან ჩვენ ჩავერთოთ მის მიმართ, პირიქით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
0
0