
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალური ქსელით ეხმიანება ანდრეი კასიანოვის ბრალდებებს, გენერატორებისა და სამხედრო დახმარებების შესახებ.
ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დიპლომატის განცხადებები საქართველოსა და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
"დიდი პატივისცემით უკრაინასთან!
ვიცით რომ ღებულობთ უზარმაზარ და თან მზარდ დახმარებას და ამ დროს გენერატორებს და იარაღს ითხოვთ პატარა საქართველოსგან.
იმ ფულით რასაც დასავლეთი იძლევა, უკრაინას თავისუფლად შეუძლია იყიდოს გენერატორები მწარმოებელი ქვეყნებიდან და რამდენადაც ვიცი, მათ ისედაც ჩუქნიან და არა მხოლოდ გენერატორებს.
შესაბამისად, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება გენერატორებზე ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციას. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს." დაწერა ზაალ ანჯაფარიძემ.
0
0