
თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იპოვეს.
ელჩის განცხადებით, ამ ეტაპზე ნაპოვნი არ არის საქართველო ორი მოქალაქე, რომლებიც ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.
„ვითარება დღეს დილისთვის არის შემდეგი, შემოგვდიოდა ზარები, რამდენიმე ჩვენი მოქალაქე ვიპოვეთ, საელჩო არის 24 საათიან რეჟიმში, საბედნიეროდ ჩვენი 4 მოქალაქე ვიპოვეთ, ისინი გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში. თავს ჯანმრთელად გრძნობენ.
სამწუხაროდ, ჩვენი ორი მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში ვერ ვიპოვეთ. გრძელდება სამუშაოები, ვუკავშირდებით თურქულ მხარეს, სამაშველო სამსახურები გვეუბნებიან რომ ჯერ არ დასრულებულა საძიებო პროცესი. აქედან გამომდინარე სტატისტიკა ასეთია 100-ზე მეტი ნაპოვნი, 2 გარდაცვლილი და ორი დაკარგულია“, - აცხადებს ელჩი.
0
0