
ელჩები, ვინც მავნებლობენ, რადიკალებს ენაცვლებიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მგონია, რომ უნდა გავაძევოთ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ელჩები გახდნენ რადიკალები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ელჩი.
„დიდი ბრიტანეთის ინტერესები გასაგებია, პატარა სახელმწიფოების მიმართ ისევ კოლონიალური დამოკიდებულება აქვთ და ჰგონიათ, რომ როგორც 2012 წლამდე იყო, როცა ელჩები ჰყავდათ გუბერნატორებად, მათ შორის საქართველოში და ყველაფერი მათთან თანხმდებოდა, ეს პერიოდი წარსულს ჩაბარდა და ამას ვერ ეგუებიან. ხელმოცარულები, ვინც აქ დარჩათ, აგენტურა, ვერაფერს აკეთებენ. ერთი, მეორე, მესამე რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ. ახლა ამათ ელჩები ჩაენაცვლათ. ანუ, ელჩები რადიკალები გახდნენ, მათ შორის ბრიტანეთის. რადიკალებს წინასაარჩევნო მონიტორინგს უფინანსებდა და შემდეგ, იმ ხალხს რა დასკვნა უნდა დაედო, ვინც მიტინგზე დგას და ჩამოგდებით გვემუქრება. ისინი ობიექტურ დასკვნას დადებდნენ? ამას ბრიტანეთის ელჩი აფინანსებდა. ამ ყველაფერს „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონმა ხელი შეუშალა და ეტყობა, გაბრაზდნენ, ძალიან ეტკინათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს, მაგრამ გერმანიის ელჩი ხომ არ ჩაენაცვლათ, იმდენად აქცენტირებულია და ყველაფერს ხაზი გადაუსვა, რაც კი დიპლომატიური ვალდებულება, პასუხისმგებლობა არსებობს.
„ხოშტარიამ შიმშილობა კი შეწყვიტა და იმედია, გედიმაც, მაგრამ გერმანიის ელჩი ფიშერი ხომ არ ჩაენაცვლათ, იმდენად აქცენტირებულია და ყველაფერს ხაზი გადაუსვა, რაც კი დიპლომატიური ვალდებულება, პასუხისმგებლობა არსებობს. ტიპი, ჩვეულებრივი რადიკალი გახდა. ასეთ მოცემულობაში, შეიძლება, საკითხი დავაყენო, რომ ეს ელჩი გაძევებული იყოს, რადგან ქართველ და გერმანელ ხალხებს შორის ურთიერთობის გაჯანსაღებას კი არ ემსახურება, არამედ ქვეყნების დაპირისპირებას. ამის საფუძველი რა არის, გაგვაგებინოს, რატომ უნდა, რომ აგენტურა დასვას? იმიტომ, რომ სახელმწიფო ინტერესები დავიცავით? ქართველმა ხალხმა გარკვევით თქვა, რომ ომი არ უნდა, მშვიდობა არჩია, ეროვნული ღირებულებები დაიცვა. ფიშერის პარტიის წარმომადგენელი გერმანიაში ჩამოაგდეს, შოლცი აღარ არის, მისი დანიშნულია და მაინც მავნებლობას აგრძელებს. ელჩები, ვინც მავნებლობენ, რადიკალებს ენაცვლებიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მგონია, რომ უნდა გავაძევოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0