10/08/2023
09:28
მსოფლიო
ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი ფერნანდო ვილავიჩენსიო საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს.
ეკვადორის ეროვნული ასამბლეის წევრი, 59 წლის ფერნანდო ვილავიჩენსიო, ქალაქ კიტოში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან გამართული შეხვედრის შემდეგ, 9 აგვისტოს, მოკლეს.
ვილავიჩენსიოს კამპანიის გუნდის წევრმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ის ავტომობილში ჯდებოდა, როცა მამაკაცი წინ გადაუდგა და თავში ესროლა. მოწმეების განცხადებით, ვილავიჩენსიოს სამჯერ ესროლეს.
„დაღუპულია თავად ეჭვმიტანილიც, რომელიც დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ორხმრივი სროლის დროს დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ასევე დაშავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელია,“ - განაცხადა ეკვადორის გენერალურმა პროკურორმა სოციალურ ქსელში.
მოქმედმა პრეზიდენტმა გილერმო ლასომ პირობა დადო, რომ "დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება".
ფერნანდო ვილავიჩენსიოს საპრეზიდენტო კამპანიის ცენტრალური საკითხი ბოლო დროს მზარდი ძალადობრივი დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. გასულ კვირას ვილავიჩენსიომ თქვა, რომ მას და მის გუნდს ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებული ბანდის ლიდერი ემუქრებოდა.
ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 აგვისტოს არის დაგეგმილი.
0
0