05/06/2023
14:32
პოლიტიკა
ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. მთავარი, განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა. იანვარ-აპრილის მონაცემებით, იგი 7,3%-ია, რაც სამაგალითოა. ღარიბაშვილმა დაასახელა ის სექტორები, სადაც მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.
„ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი. ჩვენ აპრილში გვქონდა 7,5%, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ძალიან დამაიმედებელი, კარგი და პოზიტიურია. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა7,3% გამოდის, რაც მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა. ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილის თვეში 20%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობაც და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა.
ზრდა ფიქსირდება მშენებლობის სექტორშიც, საფინანსო, სადაზღვევო, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში. ზოგადად, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. მთავარი, განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს. მშვიდობაა ამის მთავარი საფუძველი და ჩვენი სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0