
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი ფრუიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
კანდიდატურა კონკურსის საფუძველზე შერჩეულია და პრეზიდენტისთვის წარდგენილია საქართველოს მთავრობის მიერ.
კომიტეტის სხდომაზე გიორგი ფრუიძის კანდიდატურა კანონმდებლებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ მაჭარაძემ წარუდგინა.
როგორც გიორგი ფრუიძემ განაცხადა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2025-2027 წლების სტრატეგია შეიმუშავა.
„ამ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ასევე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ხარჯზე და დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფის მეთოდოლოგიების დახვეწა. კომისიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა გიორგი ფრუიძემ.
კომიტეტმა წარდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025