
ეკლესიას რომ განუდგება ადამიანი, პატრიარქს რომ განუდგება, მას ქრისტიანულ ეკლესიის წიაღში გაჩერება აღარ შეუძლია და რაღაცებს იგონებს, პერფორმანსებს ატარებს - ასე გამოეხმაურა წაჩხურუს მონასტერში დილით მომხდარ ინციდენტს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, სტეფანე (კალაიჯიშვილი).
,,განკვეთილი სასულიერო პირები არ არსებობენ, ესენი არიან განკვეთილები, რომლებსაც ჰქვიათ ტარიელი, ბათა და ასე შემდეგ. ყვიროდნენ და იყვირონ. თქვენთვის ეს სასიხარულოა? ეკლესიას რომ განუდგება ადამიანი, პატრიარქს რომ განუდგება, მას ქრისტიანულ ეკლესიის წიაღში გაჩერება აღარ შეუძლია და რაღაცებს იგონებს, პერფორმანსებს ატარებს. თქვენ ეს გიხარიათ? იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით“, - განაცხადა მედიასთან წირვის დასრულების შემდეგ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.
დღეს მარტვილში „წაჩხურობა“ აღნიშნეს. დღესასწაული ხმაურით დაიწყო. წირვის ჩასატარებლად მოსულ მიტროპოლიტს განკვეთილი სასულიერო ბერები დახვდნენ, ხურდა ფული შეაყარეს და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება შესაწირმა ყუთის შეცვლამ გამოიწვია. ჩოხოსნებმა ძველი ყუთი ახლოთ შეცვალეს, რასაც განკვეთილი ბერები შეეწინააღმდეგნენ.
დღეს მარტვილში წაჩხურობა აღნიშნეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, უშვილო წყვილები და მომლოცველები წაჩხურუს მთავარანგლოზის სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ. მათ თან მოჰქონდათ აკვნები და სხვადასხვა სახის შესაწირი. მიტროპოლიტმა მათთვის სადღესასწაულო წირვა აღავლინა და მომლოცველები აზიარა. მრავალსაუკუნოვანი დღესასწაული ყოველ წელს აღდგომის შემდეგ, პირველ ხუთშაბათს იმართება.
0
0