
„გონიერი, სუფთა ადამიანია. აქვს ძალიან განსაკუთრებული გარჩევის უნარიც და ქვეყანას ძალიან გონივრულად მართავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელს პლანეტაზე ძალიან დიდი მღელვარება სუფევს, საქართველოში სტაბილურობის გრძნობა აქვს კაცს. შემიძლია ვთქვა, რომ უსაფრთხოების გრძნობაც საქართველოში უფრო მეტია. საბერძნეთშიც არ გვაქვს ასეთი შეგრძნება.- – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრზე საუბრისას განაცხადა.
ამის გამო მე მას მადლობა გადავუხადე. ასეთი ბრძნული მართვისთვის და ვუსურვე, რომ ღმერთის დახმარებითა და განათლებით ასე გააგრძელოს ქვეყნის მართვა. დავპატიჟე ვატოპედის მონასტერში. არ ვიცი, იცით თუ არა, რომ მართლმადიდებელი ქვეყნების მეთაურებს განსაკუთრებული შეხვედრა აქვთ ათონზე, ბიზანტიური ტრადიციით. ძალიან გაგვიხარდება, თუ ბატონ ირაკლისაც მოვუწყობთ ასეთ შეხვედრას. ვლოცულობთ მისთვის და პატრიარქსაც უყვარს პრემიერი. ზოგადად, ეკლესია კმაყოფილია მისით. ეს არის ძალიან დადებითი ფაქტორი“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ეფრემმა.
0
0