24/07/2023
18:09
ეკონომიკა
„მთავრობის მხრიდან რთველის სუბსიდირება მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტლებაა“,- ასე აფასებს მთავრობის მიერ წელს, რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილებას კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გოგი სალაყია.
მისი თქით, ხელისუფლების დამოკიდებულება ამ დარგის მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ეს არის ხელისუფლების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. პირველი, საქართველოში დინამიურად ვითარდება მეღვინეობის დარგი. შარშან გაიყიდა ღვინის რეკორდული რაოდენობა რეკორდული რაოდენობის ქვეყნებში. გამძაფრებული მსოფლიო კონკურენციის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი დინამიკის შენარჩუნება და მოხარული ვარ, რომ მთავრობა ამ გარემოებას პასუხისმგებლიანად ეკიდება და ისევ დგას დარგის მხარდამჭერთა რიგში“, -განაცხადა გოგი სალაყაიამ.
ამასთან, „ბადაგონის“ დამფუძნებლის თქმით, კიდევ ერთი ასპექტი, რთული კლიმატური ფაქტორებია, რის გამოც კახეთში, ყურძენი მეტწილად დაზიანდა.
„მნიშვნელოვანია, ასევე მეორე ასპექტი. მოგეხსენებათ, რომ წელს მეღვინეებს და ფერმერებს ურთულეს პირობებში უწევდათ მოსავლის მოვლა. წვიმებმა, სეტყვამ, გვალვებმა, სამწუხაროდ, თავისი ნეგატიური გავლენა იქონია და წელს ეს კლიმატური ფაქტორები რთველზე და ყურძნის ჩაბარებაზე თავის გავლენას მოახდენენ. ამდენად, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ის, რომ მთავრობამ მიიღო დაზიანებული ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და პარტნიორული ქცევაა ხელისუფლების მხრიდან მეღვინეებისა და ფერმერების მიმართ",- განაცხადა გოგი სალაყაიამ.
სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მიღებული გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.
შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ღვინის ექსპორტზეც. ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობის - 103 მილიონი ლიტრი, 252 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024