10/12/2021
11:51
პოლიტიკა
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის შეფასებისას განაცხადა და განმარტა, რომ
არ ყოფილა რაიმე დაპირისპირება.
„გუშინ ბრიფინგს ყველამ მოუსმინეთ და ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. იშვიათად, ხშირად, როდესაც სხვადასხვა ფორმატებში ვიკრიბებიდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. გადადგომებზე არა მხოლოდ ტიკარაძის, არამედ ნებისმიერი მინისტრის შესახებ, ყოველდღე მიდის ჭორაობა. ადრე თუ გვიან, როდესაც ეს ფაქტი ხდება, შემდეგ ამას ვამბობთ. სამი წელია, ეს ადამიანი იყო ჯანდაცვის მინისტრი. სამი წლის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. დეტალებზე ალბათ თვითონ ისაუბრებენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე განმარტებით, არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს.
„გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. რადგან პარლამენტში დამტკიცება არ სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ ამ კონსულტაციებში პარლამენტის მხრიდან მონაწილეობას არ ვაპირებთ. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შირის, მსოფლიო გამოწვევა, რომელსაც პანდემია ჰქვია და საქართველომაც ამ კუთხით განიცადა საკმაოდ მნიშვნელოვანი, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე გადაწყვეტილების მიღების ეტაპები. იყო ბევრი კმაყოფილი და ბევრი უკმაყოფილო ადამიანი. ამიტომ, თვითონ საზოგადოება შეაფასებს. ეკა ტიკარაძე ნამდვილად იყო ის ადამიანი, რომელსაც არასდროს არ ეშინოდა თამამი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. განცხადებას წინ უძღოდა დაპირისპირება და აზრთასხვადასხვაობა მინისტრსა და მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შორის.
0
0