
„მახსოვს, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი, ეს ეხებოდა კოვიდ პერიოდს, როდესაც მართლა ფიქსირდებოდა საიმპორტო ბაზრებზე ფასების ინფლაცია, პირდაპირი მაჩვენებლით არ აისახა საქართველოს ბაზარზე და ქვეყანაში გაცილებით ნაკლები იყო ფასების ინფლაცია, ვიდრე საერთაშორისო ბაზარზე,“ - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, „ხალხის ძალის“ წევრმა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, აუცილებელია ბაზრის დარღვევების გამოვლენა, რომელიც ხელს უწყობს არაადეკვატური, არასაბაზრო პირობებით ნაკარნახევი ფასების ჩამოყალიბებას.
„საიმპორტო ფასების გამოკვლევა, ალბათ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი კომისიის მუშაობაში, რათა ვნახოთ, როგორ ხდება საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ფასების ინფლაციის ფონზე საქართველოში გადმოტანა. მახსოვს, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი, ეს ეხებოდა კოვიდ პერიოდს, როდესაც მართლა ფიქსირდებოდა საიმპორტო ბაზრებზე ფასების ინფლაცია, პირდაპირი მაჩვენებლით არ აისახა საქართველოს ბაზარზე და ქვეყანაში გაცილებით ნაკლები იყო ფასების ინფლაცია, ვიდრე საერთაშორისო ბაზარზე.
ახლა კი, როდესაც გაცილებით უფრო ჯანმრთელია საქართველოს ეკონომიკა და ასეთი პირდაპირი კორელაცია წესით არ უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, მიზეზები გამოსაკვლევია და მიზეზების ძებნაში ჩვენ სწორედაც რომ, უნდა ვეცადოთ ბაზრის დარღვევების გამოვლენას, რაც ხელს უწყობს ასეთი არაადეკვატური არასაბაზრო პირობებით ნაკარნახევი ფასების ჩამოყალიბებას,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
0
0