ეკა სეფაშვილი: ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, იმიტომ, რომ სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი სახელმწიფოს, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც 3 ათასი წლის განმავლობაში შეძლო ქართველობის შენარჩუნება და მეორეზე - ევროპაში ვიზით გადაადგილება
26/02/2026
20:28
A-
+A

საქართველოს მიმართ გამწვავებული პოლიტიკის მიზეზი ახსნა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა და განაცხადა, რომ ამის საფუძველი საწადელის მიუღწევლობაა.
ეკა სეფაშვილის თქმით, წლებია საქართველოს არაკეთილმოსურნეებს სურთ ქვეყანაში არეულობა, რათა შეცვალონ ხელისუფლება. მანვე აღნიშნა, რომ ამას დემოკრატიული მეთოდით ვერ აღწევენ და სწორედ ამიტომ, მიმართავენ რადიკალურ გზებს.
„ევროპის მხრიდან პოლიტიკა გამწვავებულია სწორედ იმიტომ, რომ ისინი საწადელს ვერ აღწევენ. მათი მიზანია, პირველ რიგში, მთავრობის შეცვლა, რასაც დემოკრატიული მეთოდებით ვერ ახერხებენ. ამის გაკეთება ძალისმიერი გზით უნდათ - რევოლუციის 5 მცდელობა გამოვიარეთ და ამას კვლავ ვერ მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ზეწოლა გრძელდება და მას სხვადასხვა გამოვლინება აქვს - წერტილოვანი დარტყმები იქნება ეს, იურიდიული, თუ რეპუტაციული ზიანი. ყველაფერი ეს ჰიბრიდული ომის სხვადასხვა საშუალებას უკავშირდება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, იმიტომ, რომ სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი სახელმწიფოს, კულტურის, თვითმყოფადობის, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც ამდენი ხნის - 3 ათასი წლის განმავლობაში შეძლო შეენარჩუნებინა ქართველობა და დღეს ჩვენ, ქართველები ქართულად ვსაუბრობთ და გვაქვს სახელმწიფო. ეს დევს ერთ პინაზე და მეორეზე დავმორჩილდეთ რეპუტაციულ ზიანს, ვიფიქროთ იმაზე ხომ არ მოგვიწევს ევროპაში ვიზით გადაადგილება და ხომ არ დავკარგავთ ამ სიკეთეს.
რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ყოველივე ეს სასიამოვნოა, ან ადვილი ასატანია, ან ვინმე ფიქრობს ეს უმნიშვნელო რამაა. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, მაგრამ სასწორის იმ მეორე პინაზე იმდენად დიდი რამ დევს, იმდენად მსხვილი ფსონი - სახელმწიფოებრიობა, ჩვენი მოქალაქეების, ახალგაზრდების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მომავალი, რომ ამას ვერაფერი გადაწონის. სწორედ ამას აცნობიერებს ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა, სწორედ ამაში აკეთებენ დიდ საქმეს „იმედი“, „პოსტივი“ და სწორედ ამიტომ გრძელდება ეს ბრძოლა.
მე უბრალოდ იმედი მაქვს იმის, რომ ევროპაში არსებობენ ის ჯანსაღი ძალები, რომელებიც ცდილობენ იგივე ევროპული ქვეყნებისთვის მოიტანონ დადებითი შედეგები, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად ხელი შეუწყონ სამშვიდობო პროცესს, გაძლიერდებიან და საბოლოოდ მიაღწევენ მიზანს - დამყარდეს პრაგმატული, რეალური, სახელმწიფოებს შორის ურთიერთპატივისცემაზე აგებული პოლიტიკა. ამაში საქართველოს აქვს უდიდესი როლი, იმიტომ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი აქტივი, რომელსაც კარგად ვიყენებთ და შეგვიძლია მომავალშიც გამოვიყენოთ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
0
0
23
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%