
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მიწვეული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „პატრიოტთა გაერთიანების“ კონფერენციაზე, რომლის თემა „ევროპული ცივილიზაცია“ იყო.
საკუთარ გამოსვლაში სეფაშვილმა საქართველოს ისტორიულ მისიაზე ისაუბრა. მან მიმოიხილა ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური გარემო და ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის მნიშვნელოვან როლს. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ არსებულ გამოწვევებსა და გარე პოლიტიკურ ზეწოლებზე.
სეფაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვაა. დეპუტატმა პარლამენტის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული შიდა და გარე წნეხის მიუხედავად, სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეძლეს კონსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში ფუნქციონირების გაგრძელება.
გამოსვლაში შეეხო „ხალხის ძალის“ პოზიციებს სუვერენიტეტზე, ტრადიციებსა და ეროვნულ ინტერესებზე. სეფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს განვითარების გზას, რომელიც ეფუძნება მშვიდობას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და დემოკრატიულ პასუხისმგებლობას.
0
0