05/11/2021
14:12
საზოგადოება
„საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე პატიმარს, რომელიც 35 დღეა შიმშილობს. უარს ეუბნება იმ უფლებაზე, რომლითაც ასობით სხვა პატიმარი უპრობლემოდ სარგებლობს. მაგრამ, ამ თემაზე ხმას არ იღებენ ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოები, რომლებიც, ზუსტად ამ დროს მკაცრ განცხადებებს აკეთებენ იუსტიციის საბჭოს მორიგი ჩინოვნიკების დანიშვნის გამო, რითაც ეს საელჩოები თურმე უკვე მეხუთედ მოატყუეს.
ეს სასამართლო რეფორმა უკვე დიდი ხანია ჩავარდა და მორიგი მკაცრი განცხადებები ვერაფერს შეცვლის. ახლა ბევრად უფრო ხმამაღალია ის დუმილი, რომლითაც ისინი სააკაშვილის გამოცხადებულ მკვლელობაზე რეაგირებენ. თუ ტრაგიკული შედეგი დადგა, პირადად ისინი ქართველი ხალხის თვალში ვერასოდეს ჩამოირეცხავენ ამ დუმილით გამოწვეულ ლაქას.
სააკაშვილის გარდაცვალება გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს საქართველოს დასავლურ კურსს, დაუჯერებელია, რომ ეს ჩვენს მეგობარ საელჩოებს არ ესმოდეთ“- წერს კვესიტაძე.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024