
გიგა ავალიანის სიკვდილით ვერავინ ვერანაირ ბენეფიტს ვერ ნახავს. ვინც არ უნდა იყოს ის. ვინ მიგდია ვინმე?! არავის არაფერს ვაპატიებ, - განუცხადა „ქრონიკას“ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ.
„გიგა ავალიანის სიკვდილით ვერავინ ვერანაირ ბენეფიტს ვერ ნახავს. ვინც არ უნდა იყოს ის. ვინ მიგდია ვინმე?! არავის არაფერს ვაპატიებ. ვერავინ ვერანაირ ბენეფიტს ვერ მიიღებს, არ არსებობს. თუ მათ [დანაშაულის ჩამდენებს] ჰყავდათ გულმხურვალე მხარდამჭერი რომელიმე დედა, არ ვიცი, როგორც რიგითი დედა ამას არ მოვისურვებდი, იმ რიგით დედებს დაკარგავენ“, - აღნიშნა კუპატაძემ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილი გუშინ დააკავეს.
0
0