
პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ქეთი დუმბაძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს:
"გადაფარვის" დროში ვცხოვრობთ, თუ უბრალოდ მოკლე მეხსიერების? - საკითხავი აი ეს არის....
შოვის გაუგონარი ტრაგედია - მარიკა ვერულაშვილით და "ლაგუნიადიდ" გადაიფარა, ეს უკანასკნელი "მწერალთა ვარამით", სი ძინ პინი, ხომ საერთოდ ახალი მაშველი რგოლია...
რა დაგვემართა?
ნუთუ ის თოჯინიანი, გულმოკლული ადამიანი "იფარება"?
არავინ ამბობს, რომ ტრაგედია მუდმივად უნდა გაგვდევდეს შავ ხაზად, მაგრამ ეს მწერლურ-ლაგუნური კუთვა ნამეტანია ჩვენი ისედაც აღზნებული გონებისთვის...
გავაღვიძოთ ადამიანი ჩვენში, მხოლოდ ლეშის ამარად ნუ დავრჩებით...
P.S. ე.წ. მწერლებმა დიდი ხანია გადაუჯოკრეს 1937-ის "მედანოსეებს". ვაი რომ ეჟოვი აღარ ჰყავთ, თორემ ქეთევან დუმბაძეს დიდი ხანია დახვრეტილი ეყოლებოდათ....“ - წერს მოროშკინა.
ცნობისთვის, ქეთი დუმბაძის წინააღმდეგ მწერალთა ნაწილმა ღიად გამოხატა პროტესტი.
ამასთან, მწერალთა სახლმა დღეს განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, მათთვის მიუღებელია ქეთი დუმბაძის კანდიდატურა ხელმძღვანელის პოსტზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბრძანება უკვე გამოსცა.
0
0