
T4660 Nereus კლასიფიცირებულია, როგორც "პოტენციურად საშიში ასტეროიდი" (PHA). NASA-ს პროგნოზის თანახმად, „კვერცხის ფორმის“ ასტეროიდის სიგრძე 330 მეტრია. საბედნიეროდ, T4660 Nereus-ი საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენს პლანეტას და დაახლოებით 3,9 მილიონ კმ მანძილზე გაფრინდება, რაც 10-ჯერ აღემატება დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს.
NASA-ს ვარაუდით, ციური სხეული ჩვენს პლანეტას 2031 წლის 2 მარტამდე აღარ მოუახლოვდება. ასტეროიდი მზის გარშემო ყოველ 664 დღეში ბრუნავს.
T4660 Nereus-ი ახლადაღმოჩენილი ასტეროიდი არ არის. ამერიკელმა ასტრონომმა ელეონორ ფ. ჰელინმა ის პირველად 1982 წელს დააფიქსირა, შემდეგ კი კლასიფიცირებული იყო აპოლონის ასტეროიდის ჯგუფის წევრად, რომელიც დედამიწის ორბიტას მზის გარშემო ბრუნვისას კვეთს.
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026