
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) ივლისში მიგრანტების დაკავების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, – ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
როგორც მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ივლისში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) 51 000 ადამიანი დააკავა. ეს აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ისტორიაში ერთ თვეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა აეროპორტებში ოპერაციები გააძლიერა და მხოლოდ ივლისში ქვეყნის სხვადასხვა აეროპორტში 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
ამავე ანონიმური წყაროს ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილს კრიმინალური წარსული არ აქვს, ხოლო ზოგიერთ მათგანს მოქმედი სამუშაო ნებართვა ან ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტიც ჰქონდა.
0
0