ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ
05/07/2024
03:53
მსოფლიო
A-
+A
ეგზიტპოლის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა.
როგორც „სიენენი“ წერს, თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი, კირ სტრამერი გახდება.
„მადლობა ყველას, ვინც ჩაატარა კამპანია ამ არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიისთვის“, ყველას, ვინც ხმა მოგვცა და ნდობა გამოუცხადა ჩვენს შეცვლილ ლეიბორისტულ პარტიას“, – წერს კირ სტრამერი სოციალურ ქსელში.
ეგზიტპოლის მიხედვით, კონსერვატორების რაოდენობა 131 დეპუტატამდე შემცირდება, ლიბერალ-დემოკრატები კი სავარაუდოდ მესამე ადგილზე იქნებიან 61 დეპუტატით.
ეგზიტპოლის თანახმად, „შოტლანდიის ნაციონალური პარტიის“ დეპუტატების რაოდენობა 10-მდე შემცირდება.
0
0
67
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%