
ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს.
საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვის საფუძველზე, ფრიდრიხ მერცის ბლოკს ამომრჩეველთა ხმების 29 პროცენტი აქვს. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16 პროცენტი აქვს.
გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალური „კავშირი-90“/„მწვანეები“ 13.5 პროცენტს აგროვებენ.
„მემარცხენე პარტია“ 8.9 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.7 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.9 პროცენტს.
0
0