09/01/2025
17:16
მსოფლიო
გასაოცარი აღმოჩენა გაკეთდა საკარაში, ძველი სამეფოს დროს ძველი ეგვიპტის მაღალჩინოსნების სამარხში.
არქეოლოგთა ფრანგულ-შვეიცარიულმა ჯგუფმა ეგვიპტეში აღმოაჩინა ნიჭიერი ექიმი-ჯადოქრის საფლავი, რომელიც ფარაონებს, დაახლოებით, 4000 წლის წინ ემსახურებოდა.
საფლავზე არსებული წარწერები მის მფლობელს ასახელებს როგორც „ტეტინებეფუს“ ასახელებს, რომელიც იყო ცნობილი ექიმი მეექვსე დინასტიის მეფე პეპი II-ის მეფობის დროს (დაახლ. ძვ. წ. 2305 წლიდან ძვ. წ. 2118 წლამდე).
წარწერების მიხედვით, ტეტინებეფუს ჰქონდა ტიტულების სრული ნაკრები, მათ შორის „სასახლის მთავარი ექიმი“, „მღვდელი“ და ქალღმერთ სერკეტის „ჯადოქარი“.
„საფლავი მორთულია განსაცვიფრებელი ჩუქურთმებითა და მკაფიო ნამუშევრებით, მათ შორის შესანიშნავად მოხატული ყალბი კარი და დაკრძალვის სცენები“, - ნათქვამია ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს განცხადებაში.
0
0