
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ეკატერინბურგში 24 წლის მარკუს მური საქართველოდან სოციალურ ქსელ VKontakte-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო დააკავა.
უშიშროების ძალები აცხადებენ, რომ მის გვერდზე დაკავებული, მეტსახელად მარკუს ტოქსიჩკინი, „მოლოტოვის კოქტეილებით რუსეთში სამხედრო კომისარიატებისა და სამხედრო ნაწილების გადაწვის მოწოდებებით გამოდიოდა“. მის წინააღმდეგ ტერორიზმის გამართლების მუხლით საქმე აღიძრა, იუწყება მედიაზონა.
TASS-მა მარკუს მურის ბოდიშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. კამერის წინ მან თქვა: „საქართველოს დედაქალაქ თბილისში ყოფნისას გამოვაქვეყნე პოსტები, რომლებითაც მოვუწოდებდი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ოფისების დაწვას, რასაც ვნანობ და პირობას ვდებ, რომ მომავალში არ დავუშვებ“.
უცნობია, კონკრეტულად როდის დააკავეს მური ან როდის გადაიღეს ბოდიშის მოხდის ვიდეო.
0
0
სამხრეთ კორეის ქალაქი პოჩონი დაიბომბა
06/03/2025