24/11/2021
10:31
პოლიტიკა
ამის შესახებ ედუარდ სააკაშვილი “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომელიც მის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.
„ყველაზე ნაკლებად ახლა მაქვს (პოლიტიკაში მოსვლის სურვილი). რატომ არ მინდა? მე მგონი, პირველ რიგში უნდა გინდოდეს, ჰო? რატომ უნდა გინდოდეს? უარყოფითი ძალიან ბევრია, პიროვნული ასპექტი თუნდაც…
ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება ჩემგან, თუ მართლა ეს გავაკეთე როდესმე. ამის წინაპირობა არ არის, არც შემოთავაზება ყოფილა აქამდე, მაგრამ რომც… ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვა, ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ, მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი სანდრას პოლიტიკაშო ჩართვის, ძალიან, ვეუბნებოდი, არ გინდა, არ გინდა, არ არის საჭირო, არ გინდა”, – აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.
0
0