20/06/2023
13:29
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ Edison Research-ის ახალი კვლევის შედეგები შეაფასა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს, 57% კი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მომხრეა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კვლევის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„ფეიკებზე კომენტარს ვერ გავავრცელებ. ჩვენ გვაქვს კვლევის შედეგები და რადიკალურად აცდენილია ამ შედეგებთან, ის რასაც აქვეყნებს Edison Research-ი. ვიცით, რომ Edison-ი პირდაპირ „ფორმულასთან“ თანამშრომლობდა, მასაც აქვს აღებული სისხლიანი ფული კეზერაშვილისგან, პენსიონერებისგან ნაძარცვი ფული. როდესაც სისხლიან, ნაძარცვ ფულს იღებ და ამით ატარებ კვლევას, ამით ნათელია რა გამოძრავებს - შენ არ გამოძრავებს ობიექტური ინტერესები და ეს, საბოლოო ჯამში, აისახება კვლევის შედეგებზე. ამიტომ Edison Research-ის კვლევებს ვერანაირი ფასი ვერ ექნება ჩვენთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0