23/08/2023
12:12
მსოფლიო
შოტლანდიის დედაქალაქში გაიხსნა საბავშვო ბაღი Big Kid Kindergarten („დიდი ბავშვების საბავშვო ბაღი“), სადაც 16 წელს გადაცილებულებს ბავშვობაში დაბრუნებას შეუძლიათ. ინფორმაცია ამის შესახებ პროექტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბაღის სტუმრებს 10 გირვანქად შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში ააწყონ კონსტრუქტორები, მოუსმინონ ზღაპრებს და ქვიშაში ითამაშონ. მსურველებს გაკვეთილებზე დასწრება ვიდეოზარის მეშვეობითაც შეუძლიათ.
პროექტის ორგანიზატორი და აღმზრდელის როლის შემსრულებელია ქალი სახელად სოლეი, რომელიც უკვე 7 წელია სკოლამდელ დაწესებულებებში მუშაობს. მისი თქმით, ბავშვებისთვის ბევრი წრე და საზაფხულო ბანაკი არსებობს, მაგრამ ზრდასრულებისთვის ასეთი ადგილები არ არის და მან ამ ვითარების გამოსწორება გადაწყვიტა.
საბავშვო ბაღი ედინბურგში 25 აგვისტომდე იმუშავებს. სექტემბერში პროექტი ვენაში, ოქტომბერსა და ნოემბერში ესპანეთში, 2024 წელს კი უკვე აშშ-ში გადაინაცვლებს.
0
0