08/06/2025
20:02

სამწუხაროდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლეს, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
ლატვიის პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო ხარვეზის გამო, ქვეყნის პარლამენტმა და მთავრობამ უნდა შეაფასონ ამ ინსტიტუტების მუშაობა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა.
„მომავალი წლის სეიმის არჩევნების შეუფერხებლად ჩასატარებლად კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა არსებობდეს. ეს საკითხი ასევე განიხილება მომავალ კვირას დაგეგმილ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 ივნისს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ხმის დათვლის ავტომატურ სისტემას ტექნიკური ხარვეზი შეექმნა. ლატვიის მასშტაბით რამდენიმე საარჩევნო უბანი იძულებული გახდა რამდენიმე საათი გაჩერებულიყო ხმების დათვლის დაწყებამდე, სანამ ხმების ხელით დათვლის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
0
0