09/06/2023
15:10
მსოფლიო
ცნობილი პრორუსი სეპარატისტი იგორ სტრელკოვ-გირკინი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადგილსამყოფელით დაინტერესდა და ეჭვს გამოთქვამს, რომ უმაღლესი მთავარსარდალი სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში აღარ მონაწილეობს.
„სად არის პუტინი? ის საბრძოლო მოქმედებების მართვაში არ მონაწილეობს. არა და ის არის უმაღლესი მთავარსარდალი. მისი უახლოესი გარემოცვის ხალხი ერთმანეთს ებრძვის და ფრონტის მდგრადობას საფრთხეს უქმნიან თავისი ქმედებებით და მისი მხრიდან არანაირი რეაქცია არ არის. და სად არის ის საერთოდ? პესკოვი ამბობს, რომ პუტინს ინფორმაციას აწვდიან. ნუ, ინფორმაციის მიწოდება მომიისთვისაც შეიძლება. აი წარმოიდგინეთ - წევს მუმია, მასთან მიდიან და მოწიწებით აწვდიან ინფორმაციას, და მუმია რას აკეთეს - რა თქმა უნდა, ჩუმად არის. მიაწოდეს ინფორმაცია? კი, ვითომ მიაწოდეს. და შედეგი? შედეგი - ის რაც ახლა ხდება“, - ამბობს იგორ სტრელკოვ-გირკინი.
გირკინი ცნობილია თავისი დაპირისპირებით „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან ევგენი პრიგოჟინთან და მას ერთ-ერთი საბჭოთა საბავშვო ფილმის გმირი, „ვესელცაკ უ“ უწოდა.
0
0