15/11/2021
12:23
ეკონომიკა
“ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა ასეთი ტენდენცია, რომ ექსპორტის ზრდამ სერიოზულად გადააჭარბა იმპორტის ზრდას, სინამდვილეში, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება, იზრდება მთლიანად საგარეო სავაჭრო ბრუნვა, მისი ორივე კომპონენტი, როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი, თუმცა ექსპორტის წინმსწრები ზრდა გვაქვს, ანუ თუ ექსპორტი გაიზარდა 31.4%-ით, იმპორტი ზრდა არის მხოლოდ 24%, ამას აღვნიშნავთ იმის გამო, რომ ჩვენმა პოლიტიკამ უკვე შედეგები გამოიღო, რომელიც არის იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზე ორიენტირებული, ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი, რომ ექსპორტი გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი და ზოგადად, ექსპორტის ზრდა დიდი შემომტანია მთლიან ეკონომიკურ ზრდაში და ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წლი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას”,- განაცხადა თურნავამ.
0
0