31/12/2022
15:04
მსოფლიო
მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა, პინხას გოლდშმიტმა The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ებრაელებმა უნდა დატოვონ რუსეთი, სანამ მათ ამის შესაძლებლობა აქვთ.
მისივე თქმით, დღეს რუსეთში მზარდი ანტისემიტიზმია იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი უბრუნდება ახალი ტიპის საბჭოთა კავშირს და რკინის ფარდა ნაბიჯ-ნაბიჯ ისევ ეშვება.
ამასთან, გოლდშმიდტმა ინტერვიუში შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ებრაელი მოსახლეობა, შესაძლოა, ომის შედეგად გამოწვეულ გაჭირვებაში “განტევების ვაცად” გამოიყენონ.
"თუ რუსეთის ისტორიას გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ როდესაც პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, მთავრობა მასების რისხვისა და უკმაყოფილების გადატანას ებრაელებზე ცდილობდა". – თქვა მოსკოვის ყოფილმა რაბინმა.
მოსკოვის მთავარმა რაბინმა, პინხას გოლდშმიდტმა რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც კრემლმა სასულიერო პირისგან უკრაინაში დაწყებული ომის საჯარო მხარდაჭერა მოითხოვა.
0
0